მთავრობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის კონსულტაციები დაიწყო
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები დაიწყო. დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კაბინეტში შეიკრიბნენ.
შეხვედრაში ოპოზიციიდან მონაწილეობენ: ხათუნა სამნიძე, ლევან იოსელიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, პაატა მანჯგალაძე, ბადრი ჯაფარიძე, ალეკო ელისაშვილი და ფრიდონ ინჯია, უმრავლესობიდან კი – შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი და ალუდა ღუდუშაური.
წინასწარი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის თემაა სასამართლო სისტემის რეფორმირება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის გეგმა, ფორმატი და დღის წესრიგი.