ჩარგალში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან

   ვაჟა ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში, სადაც ვაჟაობა აღინიშნება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. ჩარგალში უკვე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეგობარ ქალთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე.
ქართველი პოეტის სახლ-მუზეუმთან სადღესასწაულო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. წარმოგენილია, ქართული რეწვის ნამუშევრები, სრულდება ფოლკლორული ნაწარმოებები.
ვაჟაობის დღესასწაულთან დაკავშირებით დიზაინერ ანა ჩანგიანის მიერ თექისგან შექმნილი ტანისამოსის ჩვენებაც მოეწყო. ანა ჩანგიანის ნამუშევრები სამოდელო სააგენტო “კატრინის“ დიზაინერებმა მოირგეს. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხარდამჭერია საინფორმაციო სააგენტო „კვირა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები