სამხრეთ კორეაში, “ომიკრონის” გავრცელების მზარდი მაჩვენებლის ფონზე, შეზღუდვები ორი კვირით გაახანგრძლივეს

სამხრეთ კორეაში, “ომიკრონის” შემთხვევების ზრდასთან ერთად, კოვიდშეზღუდვები გახანგრძლივდა.

კერძოდ, კიდევ ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში 21:00 საათამდე იმოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი რესტორნებისთვის, ასევე,  წვეულებებზე სტუმრების მიღება 6 კაცამდეა შეზღუდული, გარდა ამისა, ქვეყანაში გახანგრძლივდა სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნაც.

ამჟამად არსებული შეზღუდვების დასრულება 6 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, კიმ ბუ კიუმ განაცხადა, რომ, “ომიკრონის” გავრცელების ფონზე, საჭიროა შემზღუდავი ზომების გახანგრძლივება.

სამხრეთ კორეაში უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა გასამმაგდა, თუმცა, დაღუპულთა და რთულ პაციენტთა რაოდენობა შედარებით დაბალია.

ქვეყნის 52-მილიონიანი მოსახლეობის თითქმის 86% სრულად არის ვაქცინირებული, 53.8%-ს ვაქცინის “ბუსტერ” დოზა აქვს შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები