მიხეილ სააკაშვილი: საქართველო და პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ

საქართველო და პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ. ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არასდროს იყო მნიშვნელოვანი, გახდა მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ მსჯავრდებულმა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

”მენატრებით და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. 4 თვეა, ვიმყოფები პატიმრობაში, ველოდი თუ არა ამ სცენარს? – ვფიქრობ, იმ ხალხმა, ვინც პესიმისტურად არის განწყობილი, კარგად იციან, რომ სინამდვილეში ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. საქართველო და აქ პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა ჩემი ჩამოსვლის შემდეგ. ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არასდროს იყო მნიშვნელოვანი, გახდა მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით 3 დღის წინ. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი. რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, ეს არის დამოკიდებული თქვენზე“, – თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები