თურქულ Bayraktar-ებს უკრაინაში აწარმოებენ

თურქული დრონები Bayraktar-ი უკრაინაში იწარმოება.

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, უკრაინაში თურქული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელი მოაწერონ ჩარჩო შეთანხმებას დრონების წარმოების ქარხნის მშენებლობის შესახებ, რომლის ხელმოწერაც დღეს იგეგმება.

„იგეგმება უკრაინასა და თურქეთს შორის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება მაღალი სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში. ამ შეთანხმების ერთ-ერთი მაგალითი იქნება “ბაირაქტარის” დრონების სამშენებლო ქარხანა”, – თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, ქვეყანაში ასევე შეიქმნება ცენტრი, რომელიც მოამზადებს პილოტებს სხვადასხვა კატეგორიის უპილოტო საფრენი აპარატების მართვისთვის.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დრონების მწარმოებელი თურქული კომპანია Bayraktar Savunma შედეგ თაობებში  უკრაინულ ძრავებს Motor Sich-ს გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები