შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ელჩმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა. მააიკე ვან კოლდამმა დააფიქსირა ნიდერლანდების სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. შალვა პაპუაშვილმა ელჩთან მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოსა და ფართო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსული ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები და საპარლამენტო ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები