ერდოღანი კიევში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით, უკრაინაში ჩავიდა.

როგორც ერდოღანმა Twitter-ში დაწერა, დღეს ის უკრაინელ კოლეგას შეხვდება.

ერდოღანი აზუსტებს, რომ კიევში უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს მეათე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

“იმედი მაქვს, რომ შეხვედრები ხელსაყრელ შედეგებამდე მიგვიყვანს ორივე ქვეყნისა და რეგიონისთვის. ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის წინაშე მდგარ გამოწვევებს და რეგიონში დაძაბულობას. თურქეთი, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, მოუწოდებს ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად და დიალოგის გზით რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად”, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „აშკარაა, რომ კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა, დაეხმაროს რეგიონში მშვიდობიანი და უსაფრთხო სიტუაციის შენარჩუნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები