სტოლტენბერგი: რუსეთმა ბელორუსში “ცივი ომის” შემდეგ ყველაზე მეტი ჯარის კონცენტრაცია მოახდინა
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა ბოლო დღეებში ბელორუსში 30 ათასზე სამხედრო მოსამსახურე და თანამედროვე იარაღი გადაისროლა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, – წერს Reuters-ი.
მისი თქმით, ეს არის მოსკოვის მიერ ბელორუსში “ცივი ომის” დროიდან ყველაზე დიდი სამხედრო განლაგება.
სტოლტენბერგი ამბობს, რომ გადასროლილ ძალებს შორის არიან სპეციალური ოპერაციების ძალები; სუ-35 ტიპის გამანადგურებლები; ორმაგი დანიშნულების რაკეტები “ისკანდერი” და საჰაერო თავდაცვის სისტემები S-400.
„ეს ყველაფერი შერწყმული იქნება რუსული ბირთვული ძალების ყოველწლიურ წვრთნებთან“, – დასძინა მან.
სტოლტენბერგმა რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.