თამთა მეგრელიშვილი: გთავაზობთ იმ პირთა მცირე ნუსხას, ვისაც 1 ლარად გადასცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო ქონება

გთავაზობთ იმ პირთა მცირე ნუსხას, ვისაც 1 ლარად გადასცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო ქონება 2007-2012 წლებში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი წერს.

“მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადაეცა:

თბილისის მერის – გიგი უგულავას ძმის, ირაკლი უგულავას კომპანიას, სახელწოდებით შპს „ჯეო ლენდი“.

მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადაეცა

შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ბეჟან ფარცვანიას;
შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსს, მეგის ქარდავას ძმას, ლევან ქარდავას;

ასევე სიმბოლურ ფასად ნინო ბურჯანაძეს საკუთრებაში გადაეცა დაბა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები (571 მ2) და მათზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (31 696 მ2), ასევე, აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული მოძრავი ქონება (ინვენტარი), რომელიც მას მოგვიანებით, მისი პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, ჩამოერთვა ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო.

აუცილებელია სახელმწიფო ქონების გასხვისება მოხდეს მხოლოდ აუქციონისა და კონკურსის წესით.

კარგია რომ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით აღარ ხდება გაურკვეველი კრიტერიუმებით ამგვარი წესით 1 ლარად სახელმწიფო საკუთრების გასხვისება.

რაც შეეხება 1 ლარად “განიავებულ” სახელმწიფო ქონებას:
ყველა იმ პირს, რომელმაც პრეზიდენტისგან 1 ლარად მიიღო საჩუქარი, უნდა ჩამოერთვას ეს ქონება და სახელმწიფოს დაუბრუნდეს”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები