სალომე ზურაბიშვილი – ეროვნულ თანხმობაზე: მიხარია, რომ ვხედავ ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერასა და ინტერესს ამ პლატფორმის მიმართ
“მიხარია, რომ ვხედავ ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერასა და ინტერესს ამ პლატფორმის მიმართ, ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის დასაძლევად”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარ სვენ მიქსერთან საუბრის შემდეგ “ტვიტერზე” დაწერა.
“ვესაუბრე ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ეროვნული თანხმობის პროცესზე. მიხარია, რომ ვხედავ ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერასა და ინტერესს ამ პლატფორმის მიმართ, ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის დასაძლევად”, – წერს პრეზიდენტი “ტვიტერზე”.