ლევან გოფოძე: შემთხვევების რაოდენობა არის ძალიან მაღალი, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა იზრდება
“რესპუბლიკური საავადმყოფოს” დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, “ომიკრონის” მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა იზრდება, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, ვისაც თანმხლები დაავადებები აქვთ, ესაჭიროებათ განსაკუთრებული ყურადღება, შესაბამისი მკურნალობისთვის კი აუცილებელია მათი საავადმყოფოში გადაყვანა.
„ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაინც იზრდება, იმიტომ რომ შემთხვევების რაოდენობა არის ძალიან მაღალი. მატულობს იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, აქვთ თანმხლები დაავადებები. მათ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია იმიტომ, რომ ზოგს სუნთქვის განსაკუთრებული რეჟიმი უნდა, ზოგს მაღალი ცხელება აქვს და ა.შ. ასე რომ, ჰოსპიტალური სექტორი მაინც იტვირთება. ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 297 პაციენტი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.