ისრაელი “მწვანე პასპორტს” აუქმებს
ისრაელში ე.წ. მწვანე პასპორტების პროგრამას აუქმებს გასართობი ღონისძიებების უმეტესობისთვის, მათ შორის, სასმტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, სპორტდარბაზებისთვის, კინოთეატრებისთვის.
ქვეყნის მთავრობის ახალი პოლიტიკა ძალაში 6 თებერვლიდან შევა, თუმცა, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ძალაში დარჩება ისეთი ღონისძიებებისთვის, როგორიც არის ქორწილი და წვეულებები, სადაც ადამიანების დიდი თავყრილობა შეიძლება, იყოს.
მინისტრთა კაბინეტმა ასევე გადაწყვიტა, გააუქმოს ქვეყნიდან გასვლისას PCR ტესტის ჩატარების მოთხოვნა. თუმცა, ჩამოსულ მგზავრებს მაინც დასჭირდებათ უარყოფითი ტესტის წარდგენა.
მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მიიღეს მხოლოდ ორი დოზა ან გამოჯანმრთელდნენ ვირუსისგან, მაგრამ არ იყვნენ ვაქცინირებული, საშვი ძალაში იქნება მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში მეორე დოზის ან გამოჯანმრთელების დღიდან.
აღინიშნება, რომ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილება “ომიკრონის” ტალღის პიკში იქნა მიღებული მაშინ, როდესაც პრემიერმინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა თქვა, რომ სავარაუდოა “მომდევნო ერთ-ნახევარი ან ორი რთული კვირა”.