საფრანგეთი კოვიდშეზღუდვებს ამარტივებს – ღია სივრცეში ნიღბების ტარება სავალდებულო აღარ იქნება
საფრანგეთში დღეიდან კოვიდშეზღუდვების ნაწილი გამარტივდება, მათ შორის, სავალდებულო აღარ იქნება ღია სივრცეში ნიღბების ტარება. ასევე, მოიხსნა საკონცერტო დარბაზებში, სპორტულ და სხვა სახის ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობის შეზღუდვა.
ამის შესახებ Agence France-Presse წერს.
ასევე, მოიხსნა საკონცერტო დარბაზებში, სპორტულ და სხვა სახის ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობის შეზღუდვა.
რეკომენდებულად დარჩება, თუმცა, სავალდებულო აღარ იქნება სახლიდან მუშაობა.
თებერვლის მეორე ნახევრიდან იგეგმება ღამის კლუბების გახსნაც.
გადაწყვეტილება გაზრდილი დადასტურებული შემთხვევების მიუხედავად მიიღეს, რადგან მიიჩნევენ, რომ “ომიკრონისგან” მომავალი საფრთხე ნაკლები ზიანის მომტანია. საფრანგეთში მოსახლეობის 76.4% სრულად ვაქცინირებულია.