დღეს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც დაცვის მხარე სასამართლოს პროკურატურის ორი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ მიმართავს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ბოლო კონსულტაციის შედეგად გადაწყვეტილებას მივიღებთ, მივმართავთ თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. დღეს, სასამართლოს წინაშე გვექნება შუამდგომლობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ის არის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოპოვებული. არაერთი მტკიცებულებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია ორ მტკიცებულებაზე, რომელზეც ჩვენ დასაბუთებული შუამდგომლობა გვექნება და იმედია, რომ ამაზე მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ბექა ლატარიას ადვოკატმა გიორგი ლაღიძემ.

შეგახსენებთ, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. მომხდარზე პოლიციამ ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები