ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Meama Collect გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, სერვისები, პროდუქცია და სხვადასხვა მიმართულების ტიპის ობიექტები ემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეიდან, აეროპორტის გაფრენის დარბაზში ოპერირება დაიწყო სრულიად განსხვავებული კონცეფციის Meama Collect-მა, რომლის დიზაინიც და სპეციფიკაც საგანგებოდ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტისთვის შეიქმნა.

ობიექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძემ და “მეამა”-ს გენერალურმა დირექტორმა, ლუკა კაპანაძემ გახსნეს.

,,მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი წარმატებული ქართული ბრენდი შემოვიდა. “მეამა ქოლექთის” take away კონცეფციის ობიექტი ჩვენს მგზავრებს სთავაზობს ყავისა და ჩაის მრავალფეროვან არჩევანსა თუ სხვადასხვა არომატულ კოქტეილს. უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირველია საქართველოში არსებულ აეროპორტებს შორის, სადაც ოპერირება “მეამა”-ს ბრენდმა დაიწყო. “მეამა”-ს გრაფიკული ფორმებითა და ფერებით გაფორმებული Meama Collect-ის ობიექტი, რომელიც აეროპორტის გაფრენის დარბაზში მდებარეობს, ჩვენს მგზავრებს პირველივე შეხედვით სასიამოვნო სამოგზაურო განწყობას ჰპირდება. ახალ ობიექტზე 10-მდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ჩვენს მგზავრებს სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს შეუქმნიან”, – აცხადებს ლევან ცხადაძე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში მოქმედი აეროპორტებიდან არის პირველი, სადაც Meama Collect-ის ბრენდი შევიდა.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გავხსენით “მეამა ქოლექთის” სრულიად ახალი კონცეფციის ობიექტი, სადაც მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ მოგზაურობის დაწყებამდე დააგემოვნონ, როგორც “მეამა”-ს ყავისა და ჩაის მრავალფეროვანი არჩევანიდან მათთვის სასურველი გემოები, ასევე, “მეამა”-ს კაფსულაზე დაფუძნებული უნიკალური გემოების სხვადასხვა არომატული კოქტეილი. “მეამა” ქოლექთის 16 ობიექტი ფუნქციონირებს უკვე თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის მასშტაბით, ქუთაისის აეროპორტი პირველია საქართველოს აეროპორტებიდან, სადაც “მეამა ქოლექთი” გაიხსნა და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი სიახლეა”, – აცხადებს ლუკა კაპანაძე.

Meama Collect-ს საქართველოს მასშტაბით 16 ობიექტს ფლობს. მათ შორის, ქუთაისში 2 ობიექტსა და ერთ “მეამა”-ს სივრცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები