დედა პარასკევას სამორიგეო კელია პატრიარქის კურთხევით აიღეს

მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში, მამა გაბრიელის საფლავთან მდგარი დედა პარასკევას სამორიგეო კელია პატრიარქის კურთხევით აიღეს. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა. როგორც მამა მიქაელ ბოტკოველი, მცხეთის სამთავროს მონასტრის დედებზე დაყრდნობით, აცხადებს, მონასტრის სასულიერო პირებმა კელიის მონასტერში ყოფნა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს. დედა პარასკევა ამ ფაქტს აპროტესტებს, თუმცა, როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მას ინტერვიუს მიცემის კურთხევა არ აქვს.
„ჩვენ ვთხოვეთ დედებს, რომ დედა პარასკევამ საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად არ გააკეთოს კომენტარი. ვინაიდან მონასტერმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, დედა პარასკევა უნდა დაემორჩილოს მონასტრის დადგენილებას“, – აცხადებს საქართველოს კათოლიკოს- პატრიაქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი.

1619461_10151965759859779_783627003_n

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები