კატალონიაში ღამის კლუბები იხსნება

კატალონიის რეგიონულმა მთავრობამ ორი ძირითადი, კორონავირუსული შეზღუდვის მოხსნა დააანონსა, რომელიც შეეხება ღამის კლუბებსა და სკოლებს.

ამის შესახებ El Pais წერს.

აღინიშნება, რომ ღამის კლუბები გაიხსნება 11 თებერვლიდან, სტუმრების რაოდენობის შეზღუდვისა და კოვიდსერტიფიკატების შემოწმების ვალდებულების გარეშე.

გარდა ამისა, არაუგვიანეს თებერვლის ბოლოს, უნდა გაუქმდეს სკოლებში ანტიეპიდემიური ღონისძიებების უმეტესობა.

დღეს  კატალონიის პედიატრების ასოციაციამ რეკომენდაცია გაუწია საკლასო ოთახებში ნიღბების ტარების მოთხოვნის გაუქმებას და მასობრივი ტესტირების პრაქტიკის მიტოვებას, ასევე, რომ Covid-19-ზე იმოქმედოს ისეთივე მეთოდებმა, როგორიც არის სეზონური გრიპის შემთხვევაში.

ექიმების თქმით, საკმარისია, სიმპტომების მქონე ავადმყოფ მოსწავლეებს სახლში დარჩენა მოეთხოვოთ.

იანვრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის მთავრობა, ეპიდემიის მიმდინარე ტალღის შემდეგ, ემზადება, Covid-19-ს მიადევნოს თვალი ისევე, როგორც – სეზონურ გრიპს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები