დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩაფრინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
კიევს, ლონდონსა და ვარშავას შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატის ოფიციალური განცხადება გადაიდო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრუსის ავადმყოფობის (COVID-19) გამო, რომელმაც ვერ შეძლო უკრაინაში გაფრენა.