კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – ლუკაშენკოს წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში ჯგუფური სარჩელი შეიტანეს 

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი “თანამზრახველების” წინააღმდეგ სარჩელი შევიდა.

ამის შესახებ ბელორუსმა ოპოზიციონერმა, პაველ ლატუშკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ჯგუფური სარჩელი პოლონელმა ადვოკატმა, ტომაშ ვილინსკიმ შეიტანა.

მასში ალექსანდრე ლუკაშენკო, ისევე – როგორც ბელორუსის კგბ-ს ხელმძღვანელი, ივან ტერტელი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ნიკოლაი კარპენკოვი და სამართალდამცავი ორგანოების სხვა წარმომადგენლები, ბრალდებულები არიან გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის დეკემბერში ადვოკატმა ვილინსკიმ უკვე მიმართა პოლონეთის ეროვნულ პროკურატურას განცხადებით, რომ იგი ეჭვობს, რომ მოქალაქე ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელორუსის ზოგიერთ სხვა ოფიციალურ პირს გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ აქვთ დანაშაულებები.

ჰააგაში გაგზავნილი დოკუმენტი შეიცავს იურიდიული დასაბუთების 160 გვერდსა და 40 000 გვერდს დანართში.

განაცხადი ბელორუსის მოქალაქეთა დიდი რაოდენობის სახელით არის შეტანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები