უკრაინა შეიარაღებული ძალების რიცხვს 100 ათასით გაზრდის

უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში 100 000 ადამიანით გაიზრდება. გარდა ამისა, ქვეყანაში კონტრაქტორების მსახურების ვადა გაიზრდება.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა და დასძინა, რომ მან უკვე მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას.

ამავდროულად, ზელენსკიმ მოუწოდა კანონმდებლებს, შეინარჩუნონ ერთიანება და არ დათესონ პანიკა რუსეთის სამხედრო თავდასხმის საფრთხის გამო.

მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან, საფრანგეთსა და გერმანიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღი მალე იქნება შეთანხმებული.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა უახლოეს დღეებში შევთანხმდეთ ბერლინში მრჩეველთა შემდეგი შეხვედრის თარიღზე, სადაც, იმედი მაქვს, შეთანხმება მიღწეული იქნება “ნორმანდიული ოთხეულის” ლიდერების შეხვედრაზე. ეს განკარგულება არის უკრაინის პროფესიულ არმიაზე გადასვლის დასაწყისი, ეს არ არის იმის გამო, რომ ომი იწყება, ეს განკარგულებაა იმისთვის, რომ მალე და მომავალშიც უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს”, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები