ბაიდენი ყატარს “ნატო-ს გარეთ ძირითადი მოკავშირის სტატუსს” დაჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის ყატარს ჰპირდება “ნატო-ს გარეთ ძირითადი მოკავშირის” სტატუსის მინიჭებას.

ეს დაპირება ბაიდენმა ყატარის ემირს, ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის თეთრ სახლში მისცა.

„ყატარი კარგი მეგობარი და გამოცდილი პარტნიორია. მე შევატყობინებ კონგრესს ყატარისთვის „ნატო-ს გარეთ მთავარ მოკავშირედ“ დასახელების შესახებ, რათა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას. ვფიქრობ, ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ყატარის ემირთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ტანიმ ასევე ცალკე შეხვედრები გამართა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო მაიორკასთან და თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში, სხვა საკითხებთან ერთად, იარაღის მიწოდების საკითხზეც ისაუბრეს.

ყატარი ასევე არის თხევადი ბუნებრივი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი და, ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში, უკრაინის საზღვარზე კონფლიქტის პოტენციური ესკალაციის შედეგად, მას შეუძლია, აანაზღაუროს გაზის დეფიციტი.

აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების ფონზე, ასევე დაიდო ძირითადი გარიგება Boeing-სა და Qatar Airways-ს შორის 777X თვითმფრინავის სატვირთო ვერსიისთვის და წინასწარი შეკვეთა მოკლე მანძილის 737 MAX-ისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები