ევროკომისია: “ჩრდილოეთ ნაკადი-2” ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას არ შეესაბამება

რუსული გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკადი-2” ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას არ შეესაბამება, რომელიც მიზნად ისახავს დეკარბონიზაციას.

​ამის შესახებ კიევში ვიზიტის დროს ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ ამჟამად გაზსადენთან დაკავშირებით სიტუაცია “დაპაუზებულია”.

მისი თქმით, ევროკომისია ამოწმებს პროექტის შესაბამისობას ევროკავშირის ენერგეტიკის კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

პოლიტიკოსმა ასევე თქვა, რომ „ევროპაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროექტი არ უნდა განხორციელდეს იმის ხარჯზე, რომ უკრაინა დაკარგავს პოზიციის თუნდაც გარკვეულ ნაწილს, როგორც გაზის სატრანზიტო ქვეყანა“.

მან აღნიშნა, რომ ბრიუსელი განიხილავს, არღვევს თუ არა რუსეთი ევროკავშირის ბაზრის პრინციპებს „გაზის კონტრაქტებთან დაკავშირებით თავისი ახირებებით“.

დომბროვსკისმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსულმა მხარემ „გაზი იარაღად არ გამოიყენოს“.

კრემლმა არაერთხელ უარყო მსგავსი ბრალდებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები