დანია covid-19-თან დაკავშირებულ ყველა შეზღუდვას აუქმებს

დანია კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებულ ყველა შეზღუდვას აუქმებს.
გადაწყვეტილება ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის შედეგად მიიღეს, მიუხედავად იმისა – რომ ვირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი გაზრდილია.

რესტორნებსა და ბარებს მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა, ასევე, კოვიდ საშვებისა და ნიღბების ტარების აუცილებლობა, გაიხსნება ღამის კლუბები და აღარ შეიზღუდება დაწესებულებებში ადამიანების რაოდენობა.

შეზღუდვები, რომლებიც ჯერჯერობით კვლავ ძალაში რჩება, არავაქცინირებულ, არა შენგენის ქვეყნებიდან მოგზაურებს ეხებათ.

დანიელების 60%-ზე მეტი უკვე სამჯერადადაა აცრილი. ამას დამატებული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც ვირუსი ახლახან გადაიტანეს, ხელისუფლებას საშუალებას აძლევს – ივარაუდოს, რომ მოსახლეობის 80% დაცულია ვირუსის მძიმე გამოვლინებებისგან.

https://www.theguardian.com/world/live/2022/feb/01/covid-live-news-denmark-lifts-all-covid-restrictions-despite-record-cases-liz-truss-tests-positive?page=with:block-61f8beb48f0893aa7aee8b70#block-61f8beb48f0893aa7aee8b70

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები