აშშ-მა ბელორუსიდან თავისი დიპლომატების ოჯახების ევაკუაცია დაიწყო

უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის, შესაძლო ესკალაციის გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელორუსიდან თავისი დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„31 იანვარს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა განკარგულება, საჯარო მოხელეების ოჯახის წევრებმა ქვეყანა დატოვონ“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

შეერთებულმა შტატებმა რეგიონში შექმნილ ვითარებას “არაპროგნოზირებადი” უწოდა და ამერიკელებს ბელორუსში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები