საქართველოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დიმიტრი გუდკოვი არ შემოუშვეს

 

რუსი ოპოზიციური პოლიტიკოსი, დიმიტრი გუდგოვი საქართველოში არ შემოუშვეს, ქვეყანაში ის კიევიდან ჩამოფრინდა.

როგორც თავად პოლიტიკოსმა ვიდეომიმართვაში თქვა, თბილისში აქტივისტებთან შესახვედრად ჩამოვიდა.

“კიევიდან თბილისში ჩავფრინდი აქტივისტებთან შესახვედრად… საზღვარზე მითხრეს, რომ ისევ კიევში დეპორტირებული ვიყავი. სახელმწიფომ გადაწყვიტა ქვეყანაში არშემოშვება”, – თქვა გუდკოვმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მისი ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, მას არშეშვების მიზეზი არ განუმარტეს.

„აგერ, თქვენი რუსული ემიგრაციის ცენტრიც. აგერ, თქვენ რბილი ძალა, რუსულ სამყაროსთან ერთად“, – წერს ის.

ოპოზიციონერმა გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში არ შეუშვეს ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი, ლიუბოვ სობოლიც.

გუდკოვმა რუსეთი გასული წლის ზაფხულში დატოვა და უკრაინაში გაფრინდა, საიდანაც ბულგარეთში გამზგზავრებას გეგმავდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მის ბინაში და აგარაკზე ჩხრეკა ჩატარდა. ამის მერე, ის გახდა ეჭვმიტანილი სისხლის სამართლის საქმეში იმ შენობის გაქირავების ვალის გადაუხდელობაში, რომელიც 2015-2017 წლებში მისი მამიდის, ირინა ერმილოვას კომპანიამ იქირავა.

თავად გუდკოვი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყაროებმა მას აცნობეს შესაძლო დაპატიმრების შესახებ, თუ ის რუსეთს არ დატოვებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები