გაერო: ავღანეთში 100-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსანი მოკლეს

ავღანეთში “თალიბანის” მთავრობის მოსვლის შემდეგ, ყოფილი ნაღალჩინოსნებისა და საერთაშორისო მისიებში მომუშავე პირებისთვის” გამოცხადებული ამნისტიის მიუხედავად”, 100-ზე მეტი ადამიანია მოკლული.

ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშეის მოხსენებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ გაერო-მ  მიიღო „სარწმუნო მტკიცებულებები მკვლელობებისა და გატაცებების შესახებ”.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ მკვლელობების ორ მესამედზე მეტი განხორციელდა ავღანეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და მათი მოკავშირეების მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.

გარდა ამისა, ავღანეთში დაფიქსირდა უფლებადამცველებსა და მედიის მუშაკებზე თავდასხმები, წამება, დაშინება, დაპატიმრება და მკვლელობები.

გარდა ამისა, “თალიბანი” უხეშად ახშობს მშვიდობიან საპროტესტო აქციებს და ართმევს ქალებსა და გოგოებს განათლებასა და დასაქმების უფლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები