ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავა

 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი მიმდინარე კვირას უკრაინას ეწვევა.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ ტელეკომპანია „ინტერის“ ეთერში თქვა.

მან განმარტა, რომ რუსულ მხარესთან პარტნიორების ინტენსიური დიპლომატიური კონტაქტები მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს უკრაინასთან და რუსეთი ყველგან ისმენს კიევთან შეთანხმებულ პოზიციას.

“მომდევნო ორი კვირა ამას ნათლად აჩვენებს. მხოლოდ ამ კვირაში,  გვეყოლება სამი სხვადასხვა ქვეყნის პრემიერმინისტრები კიევში ერთდროულად”, – თქვა მან.

კულებამ დაადასტურა, რომ კიევს ეწვევიან დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის მთავრობის მეთაურები.

ამასთან მას ჯონსონის ჩასვლის თარიღი არ დაუსახელებია.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ჯონსონმა იაპონიაში ვიზიტი გააუქმა, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებისთვის იყო დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები