ევროპაში უამინდობას უკვე ხუთი ადამიანის სიცოცხლი შეეწირა

 

ევროპაში ძლიერ ქარს, სულ მცირე, 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამის შესახებ dpa წერს.

კერძოდ, უქმეებზე პოლონეთში, გდანსკის მახლობლად 27 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომლის ავტომობილს ხე დაეცა. ბერლინთან ახლოს 58 წლის მამაკაცი ბილბორდის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

ბრიტანეთში, ორ სხვადასხვა ადგილას ხეების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინგლისის ერთ-ერთ სოფელში 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა, მასთან ახლოს მყოფი მამაკაცი დაშავდა. შოტლანდიაში 60 წლის ქალი გარდაიცვალა.

ასევე, ჩეხეთის ქალაქ ველკე პრიტოჩინოში მუშას 5- მეტრიანი კედელი დაეცა.

უამინდობის შედეგად, პოლონეთში 600 ათასზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, ბრიტანეთში – 130 ათასზე მეტი.

შტორმით მიყენებული ზარალის შესახებ ცნობები დანიაშიც ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები