ენერგოომბუდსმენი – გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე: პირველადი შეხედვით, იქ იყო გამოყენებული გაზქურის ღუმელი გასათბობად, რაც დაუშვებელია

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გლდანში მომხდარ ტრაგედიას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

„პირველადი შეხედვით, იქ იყო გამოყენებული გაზქურის ღუმელი გასათბობად, რაც დაუშვებელია. გათბობის მიზნით, ისევე როგორც კამფორების ჩართვა, ასევე „ფურნაკის“ გამოყენება და ღია მდგომარეობაში დატოვება დაგმანულ პირობებში იწვევს როგორც უჟანგბადობას, ასევე, გარკვეულწლილად CO-ს დაგროვებასაც, რაც რასაკვირველია არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი მოვლენა“, – განაცხადა ვარდიაშვილმა.

ცნობისთვის, გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები