კელი დეგნანი – მხარდამჭერ რეზოლუციაზე: მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის უსაფრთხოებისთვის

საქართველო, უკრაინა, აშშ, ნატო, ყველანი ძალიან მკაფიოდ გამოთქვამენ თავის პოზიციას და ჩვენ ვამბობთ, რომ გადავლახავთ ამ კრიზისს, – ასე გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტის მიერ განხილულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას.შესაბამისი განცხადება მან ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

დეგნანმა განაცხადა, რომ იგი რეზოლუციის ტექსტს არ გასცნობია, თუმცა კმაყოფილება გამოთქვა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი პარტია მასზე ერთად მუშაობდნენ.

„ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ ყველა ვართ ერთიანი, რომ დავიცავთ უსაფრთხოების იმ პრინციპებს, რომელიც საფუძვლად უდევს ევროპას და რამაც ბოლო 30 წლის განმავლობაში უსაფრთხოება და მშვიდობა მოიტანა.

საქართველო, უკრაინა, აშშ, ნატო, ყველანი ძალიან მკაფიოდ გამოთქვამენ თავის პოზიციას და ჩვენ ვამბობთ, რომ გადავლახავთ ამ კრიზისს, რომელიც რუსეთმა შექმნა. მას სურს შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების პრინციპები ძალის გამოყენების მუქარით და ამას ჩვენ არ დავუშვებთ.

რაც შეეხება რეზოლუციის ტექსტს, საბოლოო ვერსია არ მინახავს, თუმცა კარგი იყო ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი პარტია ერთად მუშაობდა. იყვნენ მოლაპარაკების პროცესში აღნიშნული რეზოლუციის ტექსტის მიღებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის უსაფრთხოებისთვის, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები