დავით ქართველიშვილი – ინგა გრიგოლიამ პრემიერ-მინისტრზე უკადრებელი იკადრა

დავით ქართველიშვილი ინგა გრიგოლიას მიმართავს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ინგა გრიგოლიამ პრემიერ-მინისტრზე უკადრებელი იკადრა.

,,უმადურობამ და ვერცხლისმოყვარეობამ, გამორჩეული და დაფასებული მოციქული მოღალატე იუდად გახადა თავის დროზე. რადგან ინგა გრიგოლიამ უკადრებელი იკადრა პრემიერ-მინისტრზე და უბრალოდ, აღარ დატოვა სივრცე ამ თემაზე წაყრუების, ამიტომ ყველაფერი ღიად უნდა ითქვას.

რატომღაც, მაშინ არ ჰქონია პრობლემა ღარიბაშვილთან, როცა მისი შვილი, სიძე და სიძის მამა სწორედ პრემიერთან იყვნენ დასაქმებულები საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე და „თბილად“ ცხოვრობდნენ. არც წარსული დავიწყებია ვინმეს, ძალიან გასაგები მიზეზების გამო – კიდევ ერთ მედროვეს, თარგამაძეს რომ მიეკედლა და ხალხს დაუჯერებელი დაპირებებით ატყუებდა.

თუ ფიქრობს, რომ არავინ არაფერი იცის, ძალიან ცდება. მოვა დრო, რომ TV პირველზეც აღარ იმუშავებს და მერე ნუ გაუკვირდება, თუ მისი „საყვარელი კოლეგებიც“ წამოაძახებენ მის საგმირო საქმეებს! წაღებით ვერავინ ვერაფერს წაიღებს აქედან საიქიოში, დატოვებით კი მხოლოდ სახელს და ნათელ მოგონებას თუ დატოვებ. მაგრამ ზოგიერთი ვერც წაღებას რომ ვერ ახერხებს და ვერც დატოვებას!” – წერს ქართველიშვილი “Facebook” – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები