ფინეთი კოვიდშეზღუდვებს დაგეგმილზე ადრე მოხსნის

ფინეთში კოვიდშეზღუდვების მოხსნას პირველი თებერვლიდან დაიწყება, მანამდე, ღონისძიება თვის შუა რიცხვებისთვის იყო დაანონსებული.

აღნიშნული კი აიხსნება იმით, რომ საავადმყოფოებზე ზეწოლა შემცირდა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

”ზეწოლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაზე უკეთესობისკენ შეიცვალა”, – თქვა ფინეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ჰანა სარკკინენმა.

ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, დაიწყოს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და რესტორნებს მუშაობის უფლება 21:00 საათამდე მისცა, ამჟამინდელი 18:00 საათის ნაცვლად.

ასევე, რეკომენდებულია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ თებერვლის დასაწყისიდან დაუშვას კულტურული და სპორტული ობიექტები, როგორიცაა სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და თეატრები.

ფინეთი რჩება პანდემიით ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყნად.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, ამ დროისთვის 5,5- მილიონიან ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 470 665 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსს 1 919 ადამიანი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები