რამდენად მაღალია რეინფიცირების რისკი “ომიკრონის” შემთხვევაში – ინფექციონისტების განმარტება
ინფექციონისტები განმარტავენ, რომ კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევებმა იმატა და ხშირია შემთხვევები, როდესაც შუალედი მხოლოდ ერთ თვეს შეადგენს.
“რეინფიცირების რისკები “ომიკრონის” დროს საკმაოდ მაღალია. შესაძლებელია, ადამიანებმა თვე-თვენახევრის წინ გადაიტანეს “დელტა” შტამი ან რომელიმე წინა შტამი და ახლა “ომიკრონით” ინფიცირდებიან”, – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა.
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით კი, სხვადასხვა მონაცემით, რეინფიცირების მაჩვენებელი 17-20%-მდეა.
“რეინფიცირების რაიმე მასშტაბი დადგენილი არ არის. “დელტა” ვარიანტისგან რამდენი ხნის მერე უჩნდება ადამიანს შანსი, რომ “ომიკრონით” დაავადდეს, უცნობია, ეს ნებისმიერ დროს შეიძლება, იყოს განვითარებული. სხვადასხვა მონაცემით, ეს 17-20%-მდეა. თუმცა, ბრიტანეთის მაგალითზე, მოსახლეობის 65% ამბობს, რომ კორონავირუსი უკვე გადატანილი ჰქონდათ, სანამ “ომიკრონი” დაემართებოდათ”, – აცხადებს კულუმბეგოვი.