ვიქტორია ნულანდი: რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, “ჩრდილოეთ ნაკადი-2” არ ამოქმედდება

რუსეთ-გერმანული გაზსადენი – “ჩრდილოეთ ნაკადი-2”, რომელიც ჯერ არ არის ექსპლუატაციაში შესული, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, არ ამოქმედდება.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკითხზე გერმანიასთან “ძალიან ძლიერი და მკაფიო” მოლაპარაკებები გრძელდება.

“მინდა, ვიყო გულწრფელი თქვენთან. თუ რუსეთი, ასე თუ ისე, შეიჭრება უკრაინაში, არ იქნება პროგრესი “ჩრდილოეთ ნაკადი-2″-ის საკითხში”, – თქვა მან.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა, რომ გაზსადენი უკვე დასრულებულია და მისი საშუალებით უკვე შესაძლებელია ყველაფრის მიწოდება: „გაზის, არყის, ზეითუნის ზეთისაც კი“.

თუმცა, ნულანდმა გაიხსენა, რომ გაზსადენი არ არის სერტიფიცირებული.

“არაყი კარგი იქნებოდა. ზეითუნის ზეთიც კარგი იქნებოდა. როგორც სენატორ კრუზს უყვარს თქმა, ახლა ის ლითონის ნაჭერია ოკეანის ფსკერზე. მას სჭირდება ტესტირება და დამოწმება. მას უნდა ჰქონდეს მარეგულირებელი დამტკიცება”, – თქვა საპასუხოდ ნულანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები