გია აბაშიძე: ბულინგის მცდელობა იყო ირაკლის არასრულწლოვან შვილზე – ბავშვებს ნუ ეხებით

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელიც მისი თქმით, ირაკლი კობახიძის არასრულწლოვანი შვილის უფლებებს არღვევს.

ვიდეოში ირაკლი კობახიძე არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფება, სადაც ბავშვის სახე დაფარული არ არის.

აბაშიძე ფიქრობს, რომ არასრულწლოვანზე ბულინგის მცდელობა კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან იყო.

„დესტრუქციული სააკაშვილის ფსევდო ევროპული, ფსევდო მედასავლეთე პარტიის სამარცხვინო “მთავარმა არხმა” იერიში მიიტანა ირაკლი კობახიძეზე და მის ოჯახზე. ვიდეოში, რომელსაც არასდროს გავაზიარებ, ბულინგის მცდელობა იყო ირაკლის არასრულწლოვან შვილზე. “ნაცობა” რომ სამარცხვინო გოიმობაა, დიდი ხანია ცნობილია. ბავშვებს ნუ ეხებით გარეწრებო!!!“- წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები