ჩვენ სამუდამოდ შეუნახავთ მათ ტრაგიკულ ხსოვნას მომავალ თაობებს – შალვა პაპუაშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ის პატივს მიაგებს მათ ხსოვნას და აღნიშნავს, რომ აღარასოდეს არ უნდა მოხდეს მსგავსი სისასტიკეს განმეორება.

დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას. მნიშვნელოვანია, რომ ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერება ყოველთვის და ყველა თაობაში იყოს შენარჩუნებული, რადგან არასოდეს დაივიწყონ ისინი და აღარასოდეს დაუშვან მსგავსი სისასტიკის განმეორება. პატივი მივაგოთ გადარჩენილთა მემკვიდრეობას”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, 27 იანვარი საბჭოთა ჯარის მიერ 1945 წელს ოსვენციმი-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების წლისთავია. ეს თარიღი აღნიშნავს ნაცისტური რეჟიმისა და კოლაბორაციონისტების მიერ ჩადენილ გენოციდს, რამაც ჩვიდმეტი მილიონი ადამიანის, მათ შორის ექვსი მილიონი ებრაელის სიკვდილი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები