მარინა კალიურანდი: ვფიქრობ, საქართველომ მიიღო გარანტიები ნატო-სა და ევროკავშირისგან, რომ რუსეთი ვერ უკარნახებს ქვეყნებს საკუთარ მომავალს

 

“ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გარანტიები NATO-სა და ევროკავშირისგან, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით და რუსეთი ვერ უკარნახებს ქვეყნებს საკუთარ მომავალს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი აცხადებს.

მისივე თქმით, სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი.

“ჩემი ქართველი კოლეგისგან მივიღე გარანტია, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმება შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სპიკერისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს შორის. იმედია, იქნება დრო და კეთილი ნება ჟან მონეს დიალოგის დაწყების.

ჩვენ მზად ვართ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობისთვის, განვიხილეთ ჩვენი საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის შეხვედრის საკითხი, ასევე, უსაფრთხოების საკითხები. ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გარანტიები NATO-სა და ევროკავშირისგან, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით და რუსეთი ვერ უკარნახებს ქვეყნებს საკუთარ მომავალს. სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი პირადად მე ღია კარის პოლიტიკას მხარს ვუჭერ ღია კარის პოლიტიკას”, – აცხადებს კალიურანდი.

წყარო: rustavi2.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები