თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია შეიმუშავა

თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენელმა წევრებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია შეიმუშავესю როგორც რეზოლუციის ტექსტშია ნათქვამი, ისინი თავისუფლებისთვის ბრძოლაში უპირობო მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებენ უკრაინას.

„ჩვენ, თბილისის საკრებულოს წევრები, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, მხარდამჭერსა და მეგობარ სახელმწიფოს – ჩვენს საერთო ოკუპანტთან თავისუფლებისთვის ბრძოლაში უპირობო მხარდაჭერასა და თანადგომას ვუცხადებთ. კიევი თბილისთან დაძმობილებული ქალაქის და ის არცერთ მხარეს არასდროს დაგვვიწყებია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინელი ხალხის სურვილსა და თავისუფალ არჩევანს – გაწევრიანდეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ვუცხადებთ მხარდაჭერას, რადგან ეს მათი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინტერესია“,- ვკითხულობთ რეზოლუციის ტექსტში.

No description available.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები