გორის მერია სოციალური დახმარებების გაცემას განაგრძობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური დახმარებების გაცემას განაგრძობს. უწყების ცნობით, გასულ 2021 წელს სოციალური დახმარებები 4377  ბენეფიციარზე გაიცა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  651  220 ლარი გაიხარჯა. აღნიშნული თანხით ისარგებლეს ბენეფიციარებმა,  რომელთა შორის არიან: უსინათლო და სმენადაქვეითებული პირები; 100  და მეტი წლის ასაკის უხუცესები; დედ-მამით ობოლი ბავშვები; მრავალშვილიანი ოჯახები; სოციალურად დაუცველი სტუდენტები და სპორტსმენები; ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები; ვეტერანები; რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები; მარტოხელა მშობლები; უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი მოქალაქეები; არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სერვისების დაფინანსება კვლავ გრძელდება, თუმცა გასულ წელთან შედარებით, 2022 წელს  ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარები გაზრდილ დაფინანსებას მიიღებენ.  კერძოდ, 100 ლარით იზრდება დახმარება: სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (150 000 ქულამდე), რომელთაც შეეძინებათ  მე-3 შვილი (დაფინანსება გაზრდილია 200-დან 300 ლარამდე); ოთხშვილიანი ოჯახებისთვის (დაფინანსება გაზრდილია 400-დან 500 ლარამდე); მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის (დაფინანსება გაზრდილია 300-დან 400 ლარამდე); 50 ლარით გაიზრდება დაფინანსება: მიუსაფარი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფისთვის ( 100-იდან 150 ლარამდე;) პრობაციონერებისთვის ( 250-დან 300 ლარამდე); უსინათლოებისთვის (კატეგორიების მიხედვით 250-დან 300 ლარამდე და 200-დან 250 ლარამდე); სმენადაქვეითებულებისთვის  200-დან 250 ლარამდე; პროგრამით გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია. დეტალური ინფორმაცია პროგრამის ბენეფიტებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხ. ბმულზე:https://drive.google.com/file/d/1XcLAofxKENUSbv67

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები