აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი არ გამოაქვეყნებს თავის წერილობით პასუხს კრემლის “უსაფრთხოების გარანტიებზე” და მოუწოდებს რუს დიპლომატებსაც, თავადაც არ გამოქვეყნონ დოკუმენტი.
ამის შესახებ დიპლომატმა ბრიფინგზე განაცხადა.
ბლინკენმა განმარტა, რომ წერილობითი პასუხი განსაზღვრავს “სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი ამას აირჩევს”. მან ასევე დასძინა, რომ წარდგენილ წინადადებებს კონგრესის ლიდერებთან ერთად განიხილავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა „პასუხი სრულად იყო კოორდინებული უკრაინასთან და ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან“.
“ჩვენ არ ვაქვეყნებთ ამ დოკუმენტს, რადგან გვჯერა, რომ დიპლომატიას აქვს წარმატების საუკეთესო შანსი, თუ ჩვენ შევქმნით პირობებს კონფიდენციალური მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ და ველით, რომ რუსეთი დაიცავს იმავე თვალსაზრისს და სერიოზულად მიიღებს ჩვენს წინადადებას”, – განაცხადა ბლინკენმა.