ნინო თანდილაშვილი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ განხილვას დაესწრო

კლიმატის ცვლილება მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა; შესაბამისად, აუცილებელია, ყველა სექტორში არსებობდეს კლიმატის ცვლილების ადაპტაციისაკენ მიმართული ღონისძიებები, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ განხილვის თელავში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

7-წლიან პროექტს საქართველოს მთავრობა დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში განახორციელებს.

ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე ყურადღება პროექტის მნიშვნელობასა და 7 წლის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებზე გაამახვილა.

„საქართველო გაერთიანებულია თითქმის ყველა იმ საერთაშორისო შეთანხმებასა თუ კონვენციაში, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციისაკენ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ სრულყოფილად უზრუნველვყოთ აღებული ვალდებულებების შესრულება და განვახორციელოთ იმგვარი ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას არამარტო ეროვნულ, არამედ გლობალურ დონეზეც“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები