კახეთში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაუარში, 60 წლის კაცმა 36 წლის თანასოფლელს სანადირო თოფიდან სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით ესროლა.
დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.