საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში დაკარგული ქართველი ემიგრანტის პოვნას ადასტურებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში დაკარგული ქართველი ემიგრანტის, სალომე ტეტუნაშვილის პოვნას ადასტურებს.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს – “რომში საქართველოს საკონსულო არის ხაზზე ნეაპოლის საგამოძიებო უწყებებთან და ისინი უდასტურებენ რომ დაკარგული გოგო ნაპოვნია”.
ცნობისთვის, სალომე ტეტუნაშვილი 22 იანვარს, საღამოს დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, სახლიდან მან ნაგავი გაიტანა, თუმცა, უკან აღარ დაბრუნებულა. ის იტალიაში 2 წლის წინ წავიდა და იქ მომვლელად დასაქმდა. იტალიაში მუშაობს დაკარგული გოგონას დედაც.