89 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ნდობა გამოუცხადა.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი; ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე; შს მინისტრი – ალექსანდრე ჭიკაიძე; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – ალექსი პეტრიაშვილი; თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – პაატა ზაქარეიშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი; ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – თამარ სანიკიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – ელგუჯა ხოკრიშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი; საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე; სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ დანელია; სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – გელა დუმბაძე; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი -გიორგი მღებრიშვილი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე.
ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირა “ნაციონალურმა მოძრაობამ”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების შესახებ 21 ივლისს განაცხადა. ცვლილება 7 სამინისტროს შეეხო, საიდანაც 5 მთავრობის შემადგენლობას საერთოდ დაემშვიდობა, 2-მა კი უწყება შეიცვალა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Z9WIGJUzdy4″ width=”560″ height=”315″]