შსს-ს გენინსპექციამ ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალის ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ზუგდიდში გადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება უკვე დაიწყო.
როგორც “კვირას” უწყების პრესცენტრში განუცხადეს, სამართალდამცავის ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოყვება.
ცნობისთვის, მოძრაობა “დროას” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ქალს ქუჩაში სცემს.კადრები ზუგდიდის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ არის გადაღებული.