„ნაცმოძრაობის“ დეპუტატი, კოვიდზე მიღებული დადებითი პასუხის მიუხედავად, ბაკურიანში გაემგზავრა

ქობულეთში იზოლაციის წესების დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა – „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, დავით ოქროპირიძე ბაკურიანში გაემგზავრა.

ვირუსზე მიღებული დადებითი პასუხის მიუხედავად, დეპუტატი სამთო კურორტზე სამგზავრო მიკროავტობუსით გაემგზავრა. ინფორმაცია ცნობილი გახდა შსს-სთვის, რის გამოც მიკროავტობუსი ამ დროისათვის რიკოთის უღელტეხილზეა გაჩერებული.

ამ ეტაპზე, ადგილზე სპეცმანქანას ელოდებიან, რითაც ინფიცირებულს შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ. მომხდარმა სამარშრუტო ტაქსის მგზავრებში ვნებათაღელვა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები