ვახტანგ ჭარაია: თუ რუსეთმა უკრაინას შეუტია, სოლიდური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ქართული ეკონომიკაც
“თუ რუსეთმა უკრაინას შეუტია, სოლიდური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ქართული ეკონომიკაც!”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.
“ამჯერად დეტალებში არ შევალ, თუმცა, ქართული ეკონომიკა (ნეტა მხოლოდ ეკონომიკა), მათ შორის, ვაჭრობა, ტურიზმი, გზავნილები, ინვესტიციები, გაცვლითი კურსი… რაც გინდათ, ის დაასახელეთ, არ შეცდებით… მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებით, რომლის დაბალანსება ჩვენ ძალებს აღემატება.
დამაიმედებელი იქნებოდა იმის ცოდნა, რომ გულხელდაკრეფილები არ ველოდებით მოვლენათა განვითარებას”, – წერს ჭარაია.