შსს-სთან გამართულ აქციაზე ნატა ფერაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მან განათების ბოძებზე სტიკერების გაკვრა სცადა, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, სტიკერებზე დაწერილი იყო “არა მილიციას” და იმ ადამიანების სახელები, რომლებიც სისტემის მსხვერპლნი გახდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები