პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტზე შშმ მოზარდის უფლებებს საია დაიცავს

 

მეტროში შშმ მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში დაზარალებულის უფლებებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დაიცავს.

როგორც საია-ს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, უახლოეს პერიოდში ასოციაციის ადვოკატი საგამოძიებო უწყებას მიმართავს საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით. მასალების გაცნობის შემდეგ კი, არასრულწლოვანთან შეთანხმებით, დაიგეგმება შემდეგი ნაბიჯები.

“მედიას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ უშუალოდ არასრულწლოვანთან კომუნიკაციისგან და დაიცვან არასრულწლოვანი პირების საქმეების გაშუქებისთვის დადგენილი სტანდარტები.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საია გამოძიების მსვლელობის თაობაზე ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის”, – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

ამასთან, დღესვე დაზარალებული მოზარდი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანეს. ამ დროისათვის, მას ექსპერტიზა უტარდება. მოზარდი ექსპერტიზის ბიუროში დედასთან და თარჯიმანთან ერთად იმყოფება.

შესვლამდე დედამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს არასრულწლოვანი სახლში „აგრესიულ“ მდგომარეობაში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები