თამარ გაბუნია: სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მიზანი მომატებული დატვირთვის მართვის ეფექტურ მექანიზმებზე შეთანხმება იყო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან გუშინ გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი მიმდინარე პერიოდში მომატებული დატვირთვის მართვის ეფექტურ მექანიზმებზე შეთანხმება იყო.

„სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან გუშინ შედგა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. მთავარი მიზანი ამ შეხვედრის იყო მიმდინარე პერიოდში მომატებული დატვირთვის მართვის ეფექტურ მექანიზმებზე შეთანხმება. ვიმსჯელეთ გარკვეულ პროცედურულ, ასევე, ადმინისტრაციულ საკითხებზე. თუკი არის შესაძლებელი რაიმე ადმინისტრაციული და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შემსუბუქება, რაც ოჯახის ექიმებს დროს ართმევს, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხი განვიხილოთ და გადავიტანოთ ეს ყველაფერი ელექტრონულ ფორმატში იმგვარად, რომ ექიმს არ მოუხდეს დროის დაკარგვა. რაც შეეხება გეგმური ამბულატორიების გადავადებას, ეს უკვე შიდა თემაა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევები, გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადავადდება, ამდენად, ჩვენ გვქონდა გეგმური ჰოსპიტალური მომსახურების გადავადების რამდენიმე ეპიზოდი, არ გვქონია ამბულატორიული მომსახურების გადავადების ეპიზოდები, რადგან ამბულატორიული მომსახურება მეტად მართვადია ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის რეჟიმში, ამდენად, თავად სადაზღვევო სქემებს შეუძლიათ ამაზე კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, დღეს მთავარია, რომ რესურსი მოხმარდეს ძირითადად „ომიკრონის“ მართვას, რადგან 2-3 კვირა, რომელიც იქნება პიკური პერიოდი, გავიაროთ ისე, რომ პაციენტებს არ მოაკლდეთ ყურადღება და გეგმური ამბულატორია თუკი იძლევა გადავადების შესაძლებლობას, ეს შესაძლებელია განისაზღვროს ინდივიდუალურად სადაზღვევო სქემის ფარგლებში”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები